პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში, დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საზღვრის ავტომანქანით გადმოკვეთისათვის საჭირო დოკუმენტების გარეშე შემოსვლის სანაცვლოდ, მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით 100 დოლარი შესთავაზა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ადგილზევე დააკავეს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
