საქართველომ მსოფლიოს თამაშებზე ისტორიული მედალი მოიპოვა
საქართველომ მსოფლიოს თამაშებზე ისტორიული მედალი მოიპოვა. საქართველოდან არაოლიმპიური სპორტის სახეობებიდან ერთადერთი სპორტსმენი ასპარეზობდა. თემურ სამხარაძემ სამჭიდის ჯამში 990 კილოგრამი მოაგროვა, ჩაჯდომში 370 კგ დააფიქსირა, წოლჭიმში - 225 კგ, ამოწევაში კი - 395 კილოგრამი და ჩემპიონობა იზეიმა, რაც ისტორიული შედეგია. ქართველი ათლეტი ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს თამაშებზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.
