ავღანეთში ამერიკული ჯარების გასვლის მეოთხე წლისთავი აღნიშნეს
ავღანეთში ამერიკული ჯარების გასვლის მეოთხე წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებები ქაბულში გაიმართა. თალიბებმა ქალაქის ქუჩებში სამხედრო ტექნიკა გამოიყვანეს. საჩვენებელი მანევრები შეასრულეს სამხედრო თვითმფრინავებმა. ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბები 2021 წლის აგვისტოში მოვიდნენ. ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა კი ქვეყანა 31 აგვისტოს დატოვა.