პაკისტანში სტიქიის შედეგებს ითვლიან
პაკისტანში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ძლიერი წყალდიდობა და მეწყერი ჰაიბერ-პაჰტუნჰვას რეგიონს დაატყდა თავს. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ათობით დაკარგულად ითვლება. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.