ესპანეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ადილობრივი მთავრობის რეკოემნდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს
ესპანეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით გაითვალისწინონ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები. ესპანეთში განგაშის მაღალი დონეა გამოცხადებული. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 14 აქტიური კერა ფიქსირდება. განადგურებულია 150 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი. ყველაზე რთული ვითარებაა გალისიის რეგიონში. ხანძარმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.