ჯანდაცვის მინისტრი ხარაგაულის „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ იმყოფებოდა
ჯანდაცვის მინისტრი ხარაგაულის „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და იმ სერვისებს გაეცნო, რომლებსაც დაწესებულება პაციენტებს სთავაზობს. ხარაგაულის „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ პირველადი ჯანდაცვის საპილოტე პროგრამა მოქმედებს.