პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ქვემო ქართლის რეგიონში, სამი ადამიანი დააკავა
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ქვემო ქართლის რეგიონში, სამი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ჯგუფურად იძალადეს. ერთ-ერთმა კი ცივი იარაღის გამოყენებით დაზარალებულს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ახალგზარდა კლინიკაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი- დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.