ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია. მონაცემები ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიცია დაიკავა. ლიდერობით და შორსმჭვრეტელობით საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს: ისლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვაკეთს, მონტენეგროს, კვიპროსს, ხორვატიას, რუმინეთს, ალბანეთს და თურქეთს. მსოფლიო ქვეყნების მთავრობათა ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა შეფასდა 5 კრიტერიუმით: კეთილსინდისიერი ლიდერობა; გრძელვადიანი ხედვა; ადაპტაციის უნარი; სტრატეგიული პრიორიტეტიზაცია და ინოვაცია. საქართველოს ხელისუფლება კეთილსინდისიერი ლიდერობით მსოფლიოში 38-ე ადგილზე გავიდა, გრძელვადიანი ხედვით მე-16 პოზიცია დაიკავა, ხოლო ადაპტაციის უნარით მსოფლიოში მე-11 ადგილზეა.