სააგენტო „როიტერსმა“ იმ პირობების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელსაც პუტინი უკრაინას უყენებს
სააგენტო „როიტერსმა“ იმ პირობების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელსაც პუტინი უკრაინას უყენებს. სააგენტოს ცნობით, კრემლის ლიდერი ცეცხლის შეწყვეტას ყოვლისმომცველი შეთანხმების დადებამდე არ აპირებს. პუტინი ასევე მოითხოვს, უკრაინამ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებიდან ჯარები სრულად გაიყვანოს, რის სანაცვლოდაც მზადაა ხერსონსა და ზაპოროჟიეში ფრონტის ხაზი გაყინოს. მისივე ულტიმატუმით, ფორმალურად უნდა იქნას აღიარებული ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტი, უნდა გაუქმდეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, ასევე, უნდა გამოირიცხოს ნატოში უკრაინის გაწევრიანება, რის სანაცვლოდაც პუტინი მზად არის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხი განიხილოს. კრემლის ლიდერი ასევე მოითხოვს, უკრაინაში რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიეცეს და დაცული იყოს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უფლებები.