საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის გუშინდელი დღე წარმატებული აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის გუშინდელი დღე წარმატებული აღმოჩნდა. გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის გათამაშება გოლით დაიწყო. „ლიონმა“ სტუმრად „ლანსი“ 1:0 დაამარცხა და გამარჯვების ბურთი 24 წლის ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა. გოლი გაიტანა ზურიკო დავითაშვილმაც, რომელმაც ლიგა 2-ში „როდეზთან“ გამოიჩინა თავი. „სენტ ეტიენმა“ მეტოქეს 4:0 მოუგო და ზურიკომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, მან ავსტრიის ჩემპიონატში „რიდთან“ 3:1 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა - საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა თითო ბურთი მე-16 და 44-ე წუთებზე გაიტანა.
