სერბეთში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება
სერბეთში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. ქალაქ ვალევოში დემონსტრანტები მმართველი პარტიის ოფისებს დაესხნენ თავს. სამართალდამცველებს მათ ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ კი მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი დაშავდა. დაკავებულია 20-მდე აქტივისტი. სერბეთის პრეზიდენტი მასობრივი არეულობების ორგანიზებაში გარე ძალებს ადანაშაულებს.