უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქის დათმობას არ აპირებს
უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქის დათმობას არ აპირებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინის მოთხოვნები გააცნო. კრემლის ლიდერი დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითხოვს ფრონტის სხვა ხაზების გაყინვის სანაცვლოდ. პუტინი ასევე მოითხოვს, უკრაინაში რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიეცეს და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.
