„მსურველთა კოალიციის“ ლიდერები დღეს შეხვედრას გამართავენ
„მსურველთა კოალიციის“ ლიდერები დღეს შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას „გარდიანი“ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროპელი ლიდერები ვიდეოკონფერენციის ფორმატში ისაუბრებენ. შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებენ.