თელავში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თელავში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ლელიანისა და სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლებში სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. წინანდლის საჯარო სკოლაში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები განათლების მინისტრის მოადგილემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დაათვალიერა.
