ესპანეთში ტყის ხანძრებს უკვე ემსხვერპლა შვიდი ადამიანი
ესპანეთში ტყის ხანძრებს უკვე ემსხვერპლა შვიდი ადამიანი. განადგურებულია 150 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი. ყველაზე რთული ვითარებაა გალისიის რეგიონში. ხანძარმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია. სამაშველო სამუშაოებში სახანძრო ბრიგადებთან ერთად 1 200-მდე სამხედრო მოსამსახურე და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 14 აქტიური კერა ფიქსირდება. ესპანეთს 2 სახანძრო თვითმფრინავი გაუგზავნა საფრანგეთმა.