პროკურატურამ ცხოველზე ძალადობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ცხოველზე ძალადობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაც. ბრალდებულმა ძაღლი პნევმატური იარაღიდან გასროლით მოკლა. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
