ძალადობა - ორი დაკავებული
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, პირველ აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოქალაქეზე ჯგუფურად იძალადეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის სხვა მონაწილეთა დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.