შეხვედრა FIBA-ს პრეზიდენტთან
პრემიერ-მინისტრი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში კალათბურთის ხელშეწყობას და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებს, ასევე თბილისში მიმდინარე 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს. ხორხე გარბახოსამ ირაკლი კობახიძეს მასპინძლობისა და ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოს ნაკრებს კი ევრობასკეტზე წარმატებები უსურვა. - თბილისში დაგეგმილი ტურნირი რომ კალათბიურთის პოპულარიზაციას გაზრდის -ეს სტუმართან შეხვედრისას პრეზიდენტმა აღნიშნა. მიხეილ ყაველაშვილმა ხორხე გარბახოსას საქართველოსთვის ნდობის გამოცხადებისა და პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობის უფლების მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა.