FIBA ევროპის პრეზიდენტს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილიც
ფიბა ევროპის პრეზიდენტს შეხვდა პრეზიდენტიც . ისაუბრეს კალათბურთში 16-წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში ტარდება.საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობა ქართული კალათბურთის მომავალი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. მიხეილ ყაველაშვილმა ხორხე გარბახოსას საქართველოსთვის ნდობის გამოცხადებისა და პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობის უფლების მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა.
