ევროკავშირის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
ევროკავშირის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მასში ნათქვამია, რომ ბრიუსელი მზადაა ტრამპი-ზელენსკი-პუტინის შეხვედრის მოსამზადებლად კიევსა და ვაშინგტონთან ითანამშრომლოს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინამ უსაფრთხოების მყარი გარანტიები უნდა მიიღოს, ტერიტორიებთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინის მისაღებია. როგორც ევროპელი ლიდერები აცხადებენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების თანამშრომლობა მესამე ქვეყნებთან არ უნდა შეიზღუდოს და რუსეთმა ვერ უნდა დაადოს ვეტო ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის გაწევრიანებას. ბრიუსელი კი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს და სანქციების გამკაცრებას გააგრძელებს რუსეთისთვის, ვიდრე სამართლიანი მშვიდობა არ მიიღწევა. განცხადებას საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ფინეთისა და პოლონეთის ლიდერები, ასევე, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები აწერენ ხელს.