ტრამპისა და პუტინის შეხვედრას ეხმიანება სლოვაკეთის პრემიერმინისტრიც
ტრამპისა და პუტინის შეხვედრას ეხმიანება სლოვაკეთის პრემიერმინისტრიც. რობერტ ფიცოს თქმით, ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა მისასალმებელია იმ კუთხით, რომ სამიტზე ბაიდენისა და ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებული ხედვა დაფიქსირდა. სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომს თავისი ფესვები აქვს და უსაფრთხოების გარანტიები არამხოლოდ უკრაინამ, არამედ რუსეთმაც უნდა მიიღოს. როგორც ფიცომ აღნიშნა, მიმდინარე პროცესები სერიოზული გამოცდის წინაშე აყენებს ევროკაშირს და უახლოესი დღეები გამოაჩენს, ბრიუსელი კონფლიქტის დასრულებას დაუჭერს მხარს თუ კიევის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის უშედეგო პოლიტიკას განაგრძობს.