ვიქტორ ორბანი: ალასკის სამიტის შემდეგ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა
ალასკის სამიტის შემდეგ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა. ასე აფასებს შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას უნგრეთის პრემიერმინისტრი. ვიქტორ ორბანის თქმით, ორი ბირთვული სახელმწიფო წლების განმავლობაში ურთიერთობებს ანგრევდა და ერთმანეთის მიმართ მუქარის რეჟიმში ცხოვრობდა, თუმცა ტრამპისა და პუტინის შეხვედრით ვითარება შეიცვალა.