ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ რუსეთი უკრაინისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით სამმხრივ შეხვედრას არ გამართავს, ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები უნდა გაამკაცროს
თუ რუსეთი უკრაინისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით სამმხრივ შეხვედრას არ გამართავს, ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები უნდა გაამკაცროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ტელეგრამში წერს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან საკუთარი მოსაზრება თეთრი სახლის ლიდერს გაუზიარა და მასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ყველა მნიშვნელოვანი, მათ შორის, ტერიტორიული საკითხის უკრაინის ჩართულობით გადაწყვეტას.