მარკო რუბიო: შეერთებულ შტატებსა და რუსეთს გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია
შეერთებულ შტატებსა და რუსეთს გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რუსულ მედიას განუცხადა. კითხვაზე, მოახდენს თუ არა დადებით გავლენას ალასკაზე გამართული შეხვედრა უკრაინაში სამშვიდობო პროცესზე, მარკო რუბიომ უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს. მისივე თქმით, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა მალე შედგება.
