სურამის შემოვლითი გზა გაიხსნა
სურამის შემოვლითი გზა გაიხსნა. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. დაახლოებით შვიდ კილომეტრამდე გზა 11 ხიდს და 5 გვირაბს მოიცავს. ეს მონაკვეთი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა, გვერდს უვლის სურამსა და ჩუმათელეთს და უერთდება რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს. პროექტი მნიშვნელოვნად ამცირებს გადაადგილების დროს და აუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას. სურამის შემოვლითი გზა პრემიერ-მინისტრმა გახსნა