უკრაინისა და ევროპული ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს დონალდ ტრამპი
უკრაინისა და ევროპული ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს დონალდ ტრამპიც. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, საუბრის დროს ყველამ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საუკეთესო გზა სამშვიდობო შეთანხმებაა და არა ცეცხლის შეწყვეტა. თეთრი სახლის ლიდერმა ასევე დაადასტურა, რომ ორშაბათს ვაშინგტონში ზელენსკის მიიღებს, ხოლო თუ ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც ჩაფიქრებულია, პუტინთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ევროკომისიის პრესსპიკერის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერს, ნატოს გენერალურ მდივანს და ევროკომისიის პრეზიდენტს ესაუბრა