ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს
ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას თეთრი სახლის ლიდერთან საათნახევრიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რა დროსაც ტრამპმა მას პუტინთან შეხვედრის დეტალები გააცნო. როგორც ზელენსკი წერს, ის მხარს უჭერს პუტინთან შეხვედრაში ტრამპის მონაწილეობას და თვლის, რომ ძირეული საკითხები მხოლოდ სამმხრივი შეხვედრის ფორმატში ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს. პროცესში მისი თქმით, ევროპელი ლიდერებიც უნდა იყვნენ ჩართულნი