ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინდოეთიდან ინფლუენსერებსა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინდოეთიდან ინფლუენსერებსა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ტურის მონაწილეებმა მოინახულეს თბილისის ტურისტული ადგილები, ინფლუენსერები ბორჯომს, ბათუმს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, პალიასტომის ტბას, კოლხეთის ეროვნულ პარკს, მარტვილის კანიონს, პრომეთეს მღვიმესა და ქუთაისს ეწვივნენ. ისინი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პოსტებს, რილსებს, სთორებსა და ვიდეორგოლებს ამზადებენ, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით მომხმარებელი გაეცნობა. კამპანიის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და ცნობადობის ამაღლება