იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია სამი ადამიანი. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულების მიერ დათესილი და კულტივირებული 230 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
