ტრამპი: მოლაპარაკებებში პროგრესია, თუმცა შეთანხმება არ არის
„მოლაპარაკებებში პროგრესია, თუმცა შეთანხმება არ არის“ - ასე შეაფასა თეთრი სახლის ლიდერმა ალასკაზე პუტინთან გამართული შეხვედრა, რომელიც თითქმის სამ საათს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ტრამპმა და პუტინმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდეს, თუმცა როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, გარკვეულ საკითხებში პროგრესის მიუხედავად, რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა. რუსეთის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულებით დაინტერესებულია, თუმცა ხაზი გაუსვა კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის მნიშვნელობას. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშაოს და იმედი გამოთქვა, რომ კიევი და უკრაინის პარტნიორი ევროპული ქვეყნები სამშვიდობო პროცესს ხელს არ შეუშლიან. სამიტის ფარგლებში სამუშაო სადილი და ამერიკა-რუსეთის გაფართოებული დელეგაციების შეხვედრაც იგეგმებოდა, რომელიც არ შედგა. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ტრამპმა და პუტინმა ალასკა მალევე დატოვეს
