ტენდერი სტადიონზე
თბილისში ახალი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. უეფას IV კატეგორიის, 70 000-ადგილიანი სტადიონი თანამედროვე მრავალფუნქციური არენა იქნება. ეს სივრცე არა მხოლოდ ფეხბურთისა და რაგბის მაღალი დონის მატჩებს, კონცერტებს და სხვა ღონისძიებებსაც უმასპინძლებს. იგეგმება საკონფერენციო, საგამოფენო, დასასვენებელი ზონების, მუზეუმისა და სავაჭრო სივრცის მოწყობა. ახალი სტადიონი აეროპორტთან, ლუგარის კვლევითი ცენტრის მიმდებარედ განთავსდება. კომფორტული გადაადგილებისთვის კი ქალაქში ახალი სატრანსპორტო კვანძების მშენებლობა იგეგმება. კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება. სტადიონის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.