საერთაშორისო რეგატა საქართველოში
საქართველოს საიალქნო კლუბი თბილისის ზღვაზე პირველ საერთაშორისო რეგატას მასპინძლობს. ამ ღონისძიებით საქართველოში აფროსნობის განვითარების ახალი ეტაპი იწყება - ექსკლუზიური შეჯიბრება უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სტუმრებს, გაეცნონ სპორტის ახალ სახეობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ახლა ხდება პოპულარული. საქართველოს ღირსეული წარმომადგენლობა მსოფლიო აფროსნობის არენაზე.