პატიმრობა აფეთქების მომზადებისთვის
დავით ხომერიკი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ბრალდება ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით აფეთქების მომზადებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება. გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, აქციის მონაწილე ბრალდებულმა გადაწყვიტა, დაემზადებინა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობა ე.წ მოლოტოვის კოქტეილები, რომელსაც პარლამენტის მიმდებარედ გამოიყენებდა, რაც გამოიწვევდა მნიშნელოვან ქონებრივ ზიანს და სხვა მძიმე შედეგებს. მოწყობილობები 2024 წლის 2 დეკემბერს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან დაკავშირებით ეს უკვე მეოთხე ადამიანის განაჩენია, რაც წახალისებული ექსტრემიზმის მასშტაბს აჩვენებს.