ორწლიანი ვადა, რომელიც 120 ათასამდე უკრაინელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩენის უფლებას აძლევდა, იწურება
ორწლიანი ვადა, რომელიც 120 ათასამდე უკრაინელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩენის უფლებას აძლევდა, იწურება. იგულისხმება ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შექმნილი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეერთებულმა შტატბმა ომს გაქცეული უკრაინელი ლტოლვილები მიიღო. თუმცა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ შეჩერდა უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამუშაო ნებართვების გახანგრძლივება.