გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონებში ფერმერებისა და მეწარმეების საჭიროებებს ეცნობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონებში ფერმერებისა და მეწარმეების საჭიროებებს ეცნობა. დავით სონღულაშვილი ბორჯომსა და ახალციხეში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებსაც შეხვდა. მინისტრი ბორჯომში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერა. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში კი მინისტრი შპს „მესხეთის მეფრინველეობის“ ფერმით დაინტერესდა.
