განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებული თედო აბრამოვი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებული თედო აბრამოვი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. საქალაქო სამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადდებაში ნათქვამია, რომ გამამართლებელი განაჩენი სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა. განცხადებას ავრცელებს გენერალური პროკურატურა. უწყებაში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გასაჩივრდება.
