თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო. მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო. მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. დავით ხომერიკი ბრალს არ აღიარებს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 18-229-ე მუხლით დააკავეს, რაც ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსებას გულისხმობს.