მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსით საქართველომ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსით საქართველომ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. მონაცემები ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი- 63.2% მიიღო. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: მათ შორის პორტუგალიას, ჩეხეთს, კვიპროსს, ხორვატიას, უნგრეთს, სლოვენიას, ლატვიას, საბერძნეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, და თურქეთს. მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის თვალსაზრისით, მსოფლიოში მთავრობების საქმიანობა შეფასდა 4 კრიტერიუმით: საკუთრების უფლების დაცვა; ინვესტიციების მოზიდვა; ლოჯისტიკური კომპეტენცია და სტაბილური ბიზნეს რეგულაციები. საკუთრების უფლების დაცვით საქართველო მსოფლიოში 36-ე ადგილზე გავიდა; სტაბილური ბიზნეს რეგულაციებით მე-15 პოზიცია დაიკავა. განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მიიღო საქართველოს მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ინვესტიციების მოზიდვით საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზე გავიდა და ევროპაში მესამე პოზიცია დაიკავა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს.
