„ლელო“ და გახარიას პარტია საერთო კანდიდატებზე და პარტიულ სიებზე შეთანხმებას ისევ ვერ ახერხებენ
„ლელო“ და გახარიას პარტია საერთო კანდიდატებზე და პარტიულ სიებზე შეთანხმებას ისევ ვერ ახერხებენ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილისა და მერაბ სეფაშვილის კანდიდატურებს განიხილავს, რასაც გიორგი გახარია არ ეთანხმება. ასევე „ლელოში“ პარტიული სიის პირველ ნომრობაზე პრეტენზია აქვთ ლანა გალდავას და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს, თუმცა პოლიტიკური საბჭო ვატო სურგულაძის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც ასევე, სავარაუდოდ, ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.