ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა, რომელიც სრულად სახელმწიფოს მართვაშია, ძალაში უკვე შევიდა
ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა, რომელიც სრულად სახელმწიფოს მართვაშია, ძალაში უკვე შევიდა. სერვისის მისაღებად, რეგისტრაცია კერძო დაწესებულებების ბენეფიციართა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გაიარა. ისინი მათ მიერ შერჩეულ ცენტრებში მომსახურებას, სრულიად უფასოდ, დილიდან უკვე იღებენ. დაახლოებით, 100-მა ადამიანმა ვერ მიიღო სერვისის გაგრძელების ნებართვა - მათ შორის არიან არა რეგულარული, არამედ ინციდენტურად მომხმარებელი პირები. ასეთ შემთხვევაში, ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების საფუძველი არ არსებობს. თუმცა ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული. ჯანდაცვის მინისტრი თელავის ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო.
