ინდოეთში ქაშმირის რეგიონში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია
სტიქიამ ჩასოთის დასახლებულ პუნქტში წაიღო სახლები და დააზიანა გზები. დაღუპულია 46 ადამიანი, მაშველები 200 ზე მეტ უგზო უკვლოდ დაკარგულს ეძებენ. სამძებრო სამაშველო ოპერაციისას გადარჩენილია 100 ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონის სიახლოვეს მდებარე დასახლებებიდან ევაკუირებულია მოსახლეობა