სერბეთში მეორე დღეა არეულობაა
სერბეთში მეორე დღეა არეულობაა, ბელგრადსა და ნოვი- სადში საპროტესტო აქციებზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებია. დაშავებულია 42 პოლიციელი. საპროტესტო აქციებზე ერთმანეთს ხელისუფლების მომხრეები და ოპოზიციის მხარდამჭერები უპირისპირდებიან. დემონსტრანტები ერთმანეთისა და პოლიციის წინააღმდეგ ფორევერკებსა და ხელკეტებს იყენებენ, ისვრიან ქვებსა და სხვადასხვა საგნებს. პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლის საშუალებით დაშალა. დაკავებულია 36 ადამიანი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ვითარება სამოქალაქო ომის პირასაა მისული.