დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე საათი რჩება
ალასკა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე საათი რჩება . ანკორიჯში უკვე ჩავიდა რუსული დელეგაცია. დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესიდან გასვლით იმუქრება. უკრაინაში მშვიდობა ალასკის სამიტის მთავარი საკითხია, ამასთან ვაშინგტონშიც და მოსკოვშიც ამბობენ, რომ ტრამპი და პუტინი ამერიკა რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებსაც განიხილავენ