შაორის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი კითხვა-პასუხის სახით ჩაატარეს. სამხედროებმა ახალგაზრდებს, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობები გააცნეს. შეხვედრაზე გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები. ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყო თავდაცვის ძალების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.