გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონებში ფერმერებისა და მეწარმეების საჭიროებების ეცნობა
დავით სონღულაშვილი ბორჯომსა და ახალციხეში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებსაც შეხვდა. მინისტრი ბორჯომში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო და ა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერა. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში კი მინისტრმა შპს „მესხეთის მეფრინველეობის“ ფერმა დაათვალიერა.
