პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის მოსახლეობას და ადგილობრივ მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი, ირაკლი ცეცხლაძე წარუდგინა
თამაზაშვილის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ცეცხლაძე ღირსეულად უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მყარი საყრდენი გახდება.
