სახელმწიფოს მხარდაჭერით, ალიბაბა ქომზე ქართული კომპანიების განთავსება იწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის წამყვან პლატფორმაზე ქართული კომპანიების პროდუქციის განთავსება იწყება. პირველ ეტაპზე, პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანია დარეგისტრირდება. სააგენტო სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს და პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. ქართული კომპანიების პროდუქცია პრემიალურ კატეგორიაში განთავსდება.
