მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა
მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი_63.2% მიიღო და მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა . რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს : პორტუგალიას, ჩეხეთს, კვიპროსს, ხორვატიას, უნგრეთს, სლოვენიას, ლატვიას, საბერძნეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, თურქეთს და ა.შ.
