განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებული თედო აბრამოვი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
საქალაქო სამართლოს მოსამართლის განმარტებით სამართალდამცველები ვალდებულები იყვნენ, ჩხრეკის გადაღება უზრუნველეყოთ. მოსამართლის თქმით, ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. განცხადებას ავრცელებს გენერალური პროკურატურა. უწყებაში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გასაჩივრდება.
