უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ბრიუსელს უნგრეთის, სლოვაკეთისა და სერბეთის მთავრობების დამხობა სურს
უნგრეთის პირველი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ სერბეთში მიმდინარე მიტინგები, რომლებიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო დაიწყო და უნგრეთის უმსხვილესი ოპოზიციურ პარტიის, „ტისას“ დაფინანსება ევროკავშირის სცენარის ნაწილია. „იზრდება წნეხი მშვიდობის მოყვარე, ეროვნული ინტერესების მატარებელ მთავრობებზე, რომლებიც ბრიუსელს არ ემორჩილებიან. დღეს, როგორც არასდროს, ნათელია, რომ ცენტრალურ ევროპაში სლოვაკეთის, უნგრეთის და სერბეთის მთავრობების დამხობის, დესტაბილიზაციის სულ უფრო უხეში მცდელობები შეინიშნება“, - წერს პირტერ სიიარტო სოციალურ ქსელში.